თეგებით ძიება

რჩევები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

იმუნიტეტი ეს არის ადამიანის შინაგანი სისტემა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლის ეფექტურობა კი სწორედ იმუნიტეტის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ და მარტივ მეთოდს იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

1. გაკაჟება
ეს იმუნიტეტის ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად გამოცდილი მეთოდია და ცივი და ცხელი წყლის შხაპის მონაცვლეობით მიღებას გულისხმობს.

2. ფიზიკური ვარჯიშები
აუცილებლად გამოყავით დრო ფიზიკური ვარჯიშების ან ფეხით სეირნობისთვის. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რეგულარულმა, ზომიერმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს ანთება და დაეხმაროს თქვენს იმუნურ უჯრედებს ყოველდღიურ აღდგენაში. ზომიერი ვარჯიშის მაგალითებია ფეხით სწრაფი სიარული, სტაბილური ტემპით ველოსიპედით სიარული, სირბილი, ცურვა და მსუბუქი ლაშქრობა. ადამიანების უმეტესობამ კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერ ვარჯიშს უნდა დაუთმოს.

3. სიმშვიდე და მხიარულება
სტრესი იმუნური სისტემის მთავარი მტერია. ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ. თუ დაღლილობა კატასტროფულად გიტევთ და მასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ, კომპენსირება სიცილით უნდა შეძლოთ. იმუნიტეტის ამაღლებისთვის სიცილი და მხიარულება ზემოჩამოთვლილ ფიზიკურ აქტივობებზე ნაკლებად ეფექტური არ გახლავთ.

4. ვიტამინები და მინერალები
ადამიანის იმუნურ სისტემაზე პრაქტიკულად ყველა ვიტამინი სასიკეთო გავლენას ახდენს, თუმცა, უპირატესობა A, B5, C, D, E და PP ვიტამინებს უნდა მიანიჭოთ. ასეთივე სარგებელი მოაქვს მინერალებს. განსაკუთრებით, სპილენძს, მაგნიუმს, ცინკსა და რკინას.

5. სასარგებლო ბაქტერიები - პრობიოტიკები
პრობიოტიკები ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და იმუნიტეტის გაძლიერებას ეხმარებიან. პრობიოტიკების შემცველი ყველაზე ხელმისაწვდომი და გემრიელი პროდუქტი ბანანია.

6. კვება
კვება და ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, თუმცა ხშირად სწორი რაციონის დაცვას მოუცლელობის, არასაკმარისი ფინანსების ან თავშეუკავებლობის გამო ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია. ესენია: გოგრა და მისი ნათესავები - ყაბაყი და პატისონი.
მიიღეთ მეტი ფერმენტირებული საკვები, ან პრობიოტიკების შემცველი საკვები დანამატები. ფერმენტირებული საკვები მდიდარია პრობიოტიკებით, რომლებიც ერთგვარ სასარგებლო ბაქტერიებს წარმოადგენენ. ისინი კვებავენ ჩვენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტატს. ჩვენი იმუნური სისტემის დაახლოებით 70% სწორედ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცხოვრობს, ნაწლავის ასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილის (GALT) სახით. ჩვენი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი, სახელწოდებით პლაზმური უჯრედები (რომლებიც წარმოქმნიან დამპყრობლებისგან დამცავ ანტისხეულებს), ასევე GALT- ში მდებარეობს. ჩვენი ნაწლავი არის ძირითადი არხი გარე გარემოსა და ჩვენი სხეულის შიდა სისტემებს შორის. ასე რომ, ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის სიძლიერისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა