რატომ უნდა ჩართოთ ზამთრის რაციონში კომბოსტოს მწნილი?
კომბოსტოს მწნილი ზამთრის საუკეთესო პროდუქტია, რადგან იმაზე მეტ ვიტამინ C შეიცავს, ვიდრე ციტრუსი. ამასთან, კომბოსტოს მწნილი შესანიშნავი პრებიოტიკია, რომელიც უჯრედებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტებით კვებავს, ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ კომბოსტოს მწნილი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის წინააღმდეგ და ორგანიზმს სასარგებლო ბაქტერიებით ამარაგებს.
სულ რაღაც 100 გრამი მწნილით შესაძლებელია K ვიტამინის დღიური ნორმა მიიღოთ. ეს ვიტამინი კი კბილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
კომბოსტოს მწნილი აცილებს კბილის ნადებს და ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს ავსებს, რაც თავის მხრივ, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. ექიმები გვირჩევენ, რომ უპირატესობა ოჯახური ტექნოლოგიით დამწნილებულ კომბოსტოს მივანიჭოთ.