რა საფრთხის შემცველია ხვრინვა
ხვრინვა - სპეციფიკური ხმა, რომელიც თან ახლავს სუნთქვას ძილში, საყლაპავისა და ხორხის რბილი ქსოვილების ვიბრაციის შედეგად. 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების 44% და ქალების 28% ძილში ხვრინავენ.
ხვრინვის ძირითადი მიზეზია ჭარბი წონა, სიმსუქნე ან ორსულობა. ამის მიზეზია სასუნთქ გზებში ქსოვილების მოცულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ იწვევს მათ ვიბრაციას სუნქთვისას. ხორხისა და საყლაპავის რბილი ქსოვილების მოცულობის გაზრდა შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკურად. მაგალითად, ნუშურების გადიდება, მსხვილი ადენოიდები, ან გრძელი რბილი სასა. ამ შემთხვევაში ადამიანი ზურგზე წოლისას ხვრინავს.
ამას გარდა, ცხვირიდან სუნთქვის ნებისმიერი გაძნელება
შეიძლება გახდეს ხვრინვის მიზეზი: ალეგია, სურდო, ცხვირის ძგიდის გამრუდება.
ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, ალკოჰოლის მიღება, მწეველობის ხანგრძლივი სტაჟი. ხვრინვის სიმპტომი შეიძლება იყოს პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი.
ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ღამის აპნოე. ამიტომ საყურადღებოა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
დღე გამოხატული ძილიანობა;
· დღის მანძილზე თავის ტკივილი;
· ყურადღების კონცენტრაციის გართულება;
· გაღიზიანებადობა და დეპრესია
· ძილის დროს ჰაერის უკმარისობა.
ხვრინვა აქვეითებს ძილის ხარისხს და მოქმედებს ახლობლების ძილზე. ხვრინვა წარმოადგენს ღამის აპნოეს სიმპტომს (ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება), რომელიც თავის მხრივ შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი და წარმოადგენს ინსულტის, გულის უკმარისობის, წინაგულების ფიბრილაციისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორს. ამას გარდა, ცნობილია, რომ ძილის აპნოე ზრდის ჰორმონ გრელინის ("შიმშილის ჰორმონი") დონეს, რომელიც მადისა და სიმაძღრის გრძნობის რეგულაციაში მონაწილოებს.
წონაში კლება - ხვრინვის მკურნალობის და ღამის აპნოეს პროფილაქტიკის ძირითადი პუნქტია. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, ნუ დაიძინებთ ზურგზე. ხვრინვის მკურნალობის ყველაზე რადიკალური და სადავო მეთოდი ქირურიგიულია, რომელიც თითოეულ პაციენტთან ინდივიადუალურად უნდა განიხილებოდეს.
mkurnali.ge