თეგებით ძიება

"სანამ შემიძლია, ვილაპარაკებ, რამდენი პროცესიც უნდათ, იმდენი ჩანიშნონ "– ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს ჩანიშნულ მის სასამართლო პროცესს დაშინების მცდელობად და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

გვარამიამ განაცხადა, რომ რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ , მისივე თქმით, ის არ გაჩერდება, სანამ შეუძლია ილაპარაკებს.

"წინა ჯერზე, ეს უცნაურად განახლებული პროცესი გააუქმეს,იმ მოტივით, რომ სავალდებულოობა თუ არ არის და საპატიმრო ვადები თუ არ ითხოვს, გადაიდოს ყველაფერი ლოქდაუნის მოხსნამდეო. არ ლოქდაუნი მოხსნილა და არც კორონა პანდემია შეწყვეტილა.

ეს არის დაშინების მცდელობა ჩემი და გაჩუმების, მნიშვნელობა არ აქვს, მე არ გავჩუმდები, სანამ შემიძლია ვილაპარაკებ, რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ, რაც უნდათ ის ქნან.

უსამართლობის პროგნოზირება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მას არავითარი ლოგიკა არ აქვს. ანგარიშსწორება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია" – ამბობს გვარამია.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა