თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი: ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არცერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მრავალკვირიანი ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, - განაცხადა ჰარცელმა.


"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა