თეგებით ძიება

ალკოჰოლი და კაცის პოტენცია - რა ზეგავლენას ახდენს სასმელი სქესობრივ აქტივობაზე?

ყველამ იცის, რომ ალკოჰოლი მამაკაცის სქესობრივ აქტივობას ვნებს. ძველი დროის ექიმები ამბობდნენ: “ღვინო აღძრავს სურვილს, მაგრამ მისი შესრულების შესაძლებლობას კლავს”.

ცნობილია, რომ ეთილის სპირტი საწამლავია, რომელიც დამანგრეველ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანოებსა და მათ სისტემებზე. გამონაკლისი არც მამაკაცის სასქესო სისტემაა. ბევრს ჰგონია, რომ რაკი მამაკაცი ბავშვს მუცლით არ ატარებს, ამიტომ ალკოჰოლი მისი ინტიმური ჯანმრთელობისთვის უვნებელია. ვინც ასე ფიქრობს, ცდება. ბევრი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ცოტაოდენი ალკოჰოლი აუმჯობესებს პოტენციას და ზრდის სქესობრივ ლტოლვას.

მართლაც ასეა, თუმცა გააჩნია, რას ნიშნავს თქვენთვის “ცოტაოდენი”. სქესობრივ აქტამდე, მთელი

საღამოს განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ ერთ-ორ ბოკალზე მეტი ღვინო. ეს ის რაოდენობაა, რომელიც აქრობს დაძაბულობას, ზრდის სქესობრივ აქტივობას, აძლიერებს სისხლის მიდენას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებისკენ. ალკოჰოლის რეგულარულ მიღებას კი საბოლოოდ სქესობრივი სისტემის ფუნქციის გაუარესებამდე, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებამდე და ალკოჰოლურ დამოკიდებულებამდე მივყავართ. მამაკაცს უფრო და უფრო უჭირს აღგზნება და ერექციის შენარჩუნება. უმეტესად საერთოდ ქრება სქესობრივი ლტოლვა, საგრძნობლად უარესდება ერექციის ხარისხი, ვითარდება უნაყოფობა. ერთ-ერთი ყველაზე სათუთი ორგანო, რომელსაც აზიანებს ალკოჰოლი, ღვიძლია. მისი ფუნქციის დარღვევის დროს მამაკაცის სისხლში გადადის გაცილებით ნაკლები სასქესო ჰორმონი, რაც სქესობრივ სისუსტეს იწვევს. მსმელი მამაკაცები უკვე 30 წლისთვის ეჯახებიან სერიოზულ პრობლემებს სქესობრივ ცხოვრებაში. სტატისტიკის თანახმად, ალკოჰოლის მოყვარულ მამაკაცთა დაახლოებით 30% სქესობრივად უძლურდება და უნაყოფო ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ხარისხის სასმელს სვამთ - პრობლემები ადრე თუ გვიან მაინც მოგიკაკუნებენ კარზე. ალკოჰოლი დროთა განმავლობაში აქვეითებს ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას. უფრო და უფრო უარესად მუშაობენ რეცეპტორები, სულ უფრო მეტი ნერვული დაბოლოება ვეღარ გრძნობს აღგზნების გამომწვევ იმპულსს. ალკოჰოლი გავლენას ახდენს სათესლე სითხესა და სპერმატოზოიდებზეც - ადუნებს მათ და სტრუქტურას უცვლის. იზრდება სპერმაში პათოლოგიური სპერმატოზოიდების რიცხვი. ალბათ გაგიგონიათ ტერმინი “მთვრალი ჩასახვა” - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩასახვის მომენტში ერთ-ერთი ან ორივე მშობელი მთვრალია. მამაკაცის სათესლე სითხე სპერმატოზოიდებთან ერთად საშუალოდ 3 თვეში ერთხელ განახლდება, თუმცა ალკოჰოლისგან თავის შეკავების შემთხვევაშიც თუ ჩასახვა არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა, არაჯანსაღი ბავშვის გაჩენის რისკი მაღალია. მამაკაცის ნორმალურ სპერმაში არაჯანსაღი სპერმატოზოიდი დაახლოებით 25%-ია, თუმცა მათ მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი მცირეა. ეთილის სპირტი კი ყველა სპერმატოზოიდს თანაბარ პირობებს უქმნის და ზრდის ალბათობას, კვერცხუჯრედი სწორედ არაჯანსაღი სპერმატოზოიდით განაყოფიერდეს. ამრიგად, ნათელია, რომ ალკოჰოლის მიღება არათუ არ ზრდის სქესობრივ აქტივობას, არამედ ამცრობს კიდეც მამაკაცის ძალას, ამიტომ ინტიმური ჯანმრთელობისა და სქესობრივი ლტოლვის დიდხანს შესანარჩუნებლად ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა