თეგებით ძიება

მოამზადეთ უძლიერესი ანტიბიოტიკი სახლის პირობებში! - ხალხური მედიცინა

ამ სასწაულებრივი ნაყენის გამოყენების ისტორია შუა საუკუნეების ევროპაში გვაბრუნებს, როდესაც კაცობრიობას საშინელი ინფექციები და ეპიდემიები უტევდა.

ეს მცენარეული ნაყენი ბუნებრივი ანტიბიოტიკი გახლავთ, რომელიც გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს კლავს. (ბაქტერიები, რომლებიც იღებებიან ან არ იღებებიან გრამის მეთოდით ანუ შეუძლიათ თუ არა შებოჭონ ძირითადი (ტუტოვანი) საღებავები). მას ასევე გააჩნია ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის მოძრაობას სხეულის ყველა ნაწილში.

ეს მცენარეული ნაყენი საუკეთესო საშუალებაა კანდიდოზის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, ეს მცენარეული ნაყენი უამრავ ადამიანს დაეხმარა ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული დაავადებებისგან განკურნებაში.

მთელი საიდუმლო ბუნებრივი და სუფთა ინგრედიენტების მძლავრ კომბინაციაში მდგომარეობს!

ზოგადად, ეს საშუალება ეფექტურია ნებისმიერი ვირუსული და ბაქტერიული დაავადების მკურნალობაში და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

მცენარეული ნაყენის რეცეპტი
გირჩევთ ნაყენის მომზადებისას ხელთათმანები გამოიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ცხარე წიწაკის დამუშავებამდე მივა. ფრთხილად იყავით, ნარევი ძალიან ცხარეა და შეიძლება ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.

შემადგენლობა:
• 700 მლ ვაშლის ძმარი
• 1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
• 1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
• 2 ახალი ძალიან მწარე წიწაკა
• 1/4 ჭიქა გახეხილი კოჭა (ჯანჯაფილი)
• 2 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა
• 2 სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი, ან 2 ცალი კურკუმის ფესვი

მომზადება:
1. თასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ძმრისა.
2. გადაიტანეთ ნარევი კერამიკულ ქილაში.
3. ქილის 2/3 მშრალი ინგრედიენტებით უნდა იყოს სავსე და ძმარი უნდა დაასხათ.
4. ქილას თავზე დახურეთ და აურიეთ.
5. ნაყენი 2 კვირის განმავლობაში გრილ მშრალ ადგილას დადგით და დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
6. ნაყენი 14 დღის შემდეგ კარგად გადაწურეთ და ნაყენი მინის ქილაში შეინახეთ.
7. დარჩენილი მშრალი ნაზავი სხვადასხვა რეცეპტებში გამოიყენეთ.

თქვენი სამკურნალო ნაყენი მზადაა. შეგიძლიათ მაცივარშიც არ შეინახოთ, რადგანმისი შენახვა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება. ავადმყოფობის დროს მისი მიღება სასურველია სუფრის კოვზით დღეში რამდენჯერმე.

ნაყენის გამოყენების რამდენიმე წესი არსებობს:
1. ყურადღება! ნაყენი ძალიან მძაფრი და ძლიერია.
2. ნაყენის მიღების შემდეგ ერთი ნაჭერი ფორთოხალი, ლაიმი ან ლიმონი მიირთვით, რომ ნაყენის სიცხარე შეამციროთ.
3. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველდღიურად იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაცივების წინააღმდეგ.
4. თუ უფრო სერიოზულ დაავადებას ან ინფექციას ებრძვით, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 5-6 ჯერ.
5. ორსულებისა და ბავშვებისთვის უკუჩვენებები არ არსებობს, რადგან ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და არატოქსიკურია.

გაფრთხილება: ნუ მიიღებთ ნაყენს ცარიელ კუჭზე.

რატომ არის ეს ნაყინი ბუნებრივი ანტიბიოტიკი? მხოლოდ მისი შემადგენლობის გამო.

ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც საშიშ და სასარგებლო ბაქტერიებს ერთნაირად ანადგურებენ, ნივრის მოქმედება მხოლოდ მავნე ბაქტერიებზე და მიკროორგანიზმებზეა მიმართული, ხოლო სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც სხეულს სჭირდება, მხოლოდ აძლიერებს.

ეს არის ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ ანტიგენს, პათოგენსა და მავნე პათოგენებს.

ხახვი ნიორის უახლოესი ნათესავია. მისი მოქმედება დაახლოებით, იგივეა, მაგრამ უფრო რბილი. ისინი ერთად ძალიან ძლიერ დუეტს ქმნიან.
პირშუშხა ეფექტურია ფილტვებიდან გრიპისა და გაცივების მავნე მიკროორგანიზმების მოსაცილებლად.
კოჭას (ჯანჯაფილი) ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
ცხარე წიწაკა საუკეთესოა სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის. ის ზუსტად მიმართავს თავის ანტიბიოტიკულ მოქმედებას ადგილისკენ, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
კურკუმა ყველაზე ჯანსაღი სანელებელია. ის ასუფთავებს ინფექციებს და ამცირებს ანთებას. ხელს უშლის კიბოს განვითარებას და დემენციას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სახსრების ტკივილს ებრძვის.
ვაშლის ძმარი. ამ პროდუქტის სამკურნალო თვისებები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს თავად ჰიპოკრატემ გამოსცადა. ამბობეწნ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო წამლად თაფლს და ვაშლის ძმარს აღიარებდა.
ვაშლის ძმარი შეიცავს კალიუმს, პექტინებს, ბეტა-კაროტინს და ვაშლის მჟავას. ის სასარგებლო ნივთიერებების ძალიან გრძელ სიას შეიცავს.

წარმოიდგინეთ რამდენად ძლიერია ყველა ამ ინგრედიენტის კომპოზიცია. სცადეთ თქვენც, თუმცა მანამდე სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა