თეგებით ძიება

როგორ მივხვდეთ, რომ ძალიან ბევრ მარილს ვიღებთ და ღირს თუ არა მისი მთლიანად ამოღება რაციონიდან?

ადამიანების უმრავლესობას გემრიელი კერძი მარილის გარეშე ვერ წარმოუდგენია და ეს ნორმალურია. მარილი ანუ ნატრიუმის ქლორიდი, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან ვიღაცას მეტად მარილიანი მოსწონს და ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ მისმა ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ზრდასრული ადამიანისთვის მარილის ყოველდღიური ნორმა მხოლოდ 5 გრამია. ერთად გავიგოთ, როგორ მოქმედებს მარილი სხეულზე და როდის დგება მისი რაოდენობის შემცირების დრო.

როგორ მივხვდეთ, რომ ძალიან ბევრ მარილს ვიღებთ?
სხეული თითქმის ყოველთვის გვაფრთხილებს, როდესაც საფრთხე ემუქრება და მარილის ჭარბი მიღების შემთხვევაშიც იგივე ხდება. თუ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ კიდურები შეგიშუპდათ, ფეხებში სიმძიმეს გრძნობთ, არტერიულმა წნევამ მოიმატა, ღამით წყურვილი გაწუხებთ და კანი გამოგიშრათ, სავარაუდოდ, სხეული გაფრთხილებთ რომ მარილის მოხმარება უნდა შეამციროთ.

რატომ არის საშიში ბევრი მარილის მიღება?
თუ სისტემატურად ზედმეტ მარილს მოიხმართ, მოსალოდნელია ლიმფის მოძრაობის დარღვევა, შეშუპება და არტერიული წნევის მომატება, რაც განსაკუთრებით საშიშია ჰიპერტონიული პაციენტებისათვის. შესაძლოა ფეხებში სიმძიმე, დისკომფორტი და სპაზმებიც კი იგრძნოთ.
თუ დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფთ მარილის მიღების შემცირებისკენ მიმართულ სხეულის სიგნალებს, შეიძლება გულ-სისხლძარღვთა, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემი შეგექმნათ. ზედმეტმა მარილმა შეიძლება თირკმელები დააზიანოს და კენჭების განვითარება განვითარება გამოიწვიოს. სხეულზე ზედმეტი მარილის უარყოფითი ზემოქმედების სპექტრი ძალიან ფართოა.
ზედმეტი მარილი ასუქებს?
მარილის ზომიერად მიღება ფიგურაზე არანაირად არ მოქმედებს, თუმცა გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება ამ მხრივაც უარყოფითი გავლენა იქონიოს. ლიმფის მოძრაობის დარღვევის გამო, ნივთიერებათა ცვლა შენელდება, რაც სავარაუდოდ, წონის მომატებას იწვევს.

საჭიროა თუ არა რაციონიდან მარილის სრულად ამოღება?
ბევრი ნუტრიციოლოგი ამის გაკეთებას სასტიკად კრძალავს. რა თქმა უნდა, მარილის ჭარბი მიღება სხეულის მრავალ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ იგივე შინაგანი ორგანოებისთვის მარილის დეფიციტიც ასევე არასასურველია. მედიკოსების აზრით, საუკეთესო გამოსავალი ზომიერების დაცვაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა