თეგებით ძიება

ვახტანგ გომელაური - მელია იქნება თუ სხვა, ყველა თანასწორი ვართ კანონთან

მელია იქნება თუ სხვა იქნება, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ანონიდან გამომდინარე ყველა უწყება ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა,

„კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაც ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა