თეგებით ძიება

პენიტენციური სამსახურის ესკორტი ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

დაბა ქსნის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრები და ბრალდებული მსუბუქად დაშავდნენ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ესკორტის ოფიცრებმა და პატიმარმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები (ნაკაწრების სახით). მოცემული პირებს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების კონსულტაცია გაეწიათ და ექიმების დასკვნით, ისინი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა პრევენციის მიზნით პატიმარი გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ მოხდება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა