თეგებით ძიება

„მე შემიძლია დავეხმარო ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სარწმუნოებისა“-ლანჩხუთელი ქველმოქმედი მარიამ ბზეკალავა

ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო... 18 წლის გოგონა თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება... მას თან რამდენიმე ლირა და უკან დასაბრუნებელი ბილეთებიღა შერჩენია. მთავარი მოტივაცია, ის არის რომ გარდაცვლილ მამას არ გაუცრუოს იმედები და ყველაფერი გააკეთოს საკუთარი ოჯახის ბედნიერებისთვის.

მარიამის ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ შეცვალა როდესაც თავისმა მეგობარმა, შესთავაზა სწავლა საზღვარგაერთ გაეგრძელებინა. მან ეს შეთავზება მიიღო და სწავლა დაასრულა სტამბოლში, პროფესიად კი პედიატრობა აირჩია.
ამდენად, მარიამისთვის სტამბოლში მარმარისის საერთაშორის უნივერსიტეტი გახდა ახალი ცხოვრების კიბის პირველი საფეხური.

დრო გადიოდა... სწავლასთან ერთად მარიამი მუშაობდა, რამდენიმე წელში კი სტამბოლში პირველი მაღაზია გახსნა.

„მე შემიძლია დავეხმარო ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სარწმუნოებისა“-ლანჩხუთელი ქველმოქმედი  მარიამ ბზეკალავა


ინტერვიუს ჩაწერის დროს ის საუბრეობს: " ჩემი წარმატების უკან იმალება ცრემლები, ტკივილი, იმედგაცრუება, ოჯახი... ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებაში გამიმართლა, მაგრამ დღეს მე შემიძლია დავეხმარო ყველას თუნდაც მცირედით, განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სარწმუნოებისა“.

მარიამმა თავისი სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა და თქვა, რომ სექტემბერში ლანჩხუთში გაიხსნება ობოლთა და მოხუცთა თავშესაფარი, რომელსაც თურქი და ქართველი ინვენსტორიები დააფინანსებს.

დღეს მარიამი მრავალშვილიან ოჯახებს, ობლებსა და მოხუცებს ეხმარება არა მარტო საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც.

მარიამი არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ბევრი შრომის და მოტივაციის წყალობით, რადიკალურად შეიცვალა.

დიახ, ასეთი ადამიანებიც არსებობენ. მარიამმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ სიკეთე გადამდებია.


სტატის ავტორი: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა