თეგებით ძიება

არ გვინდა ნენა გიგანტი ჰესი!

ნამახვანჰესის აგება დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემაა. მშენებლობას ბევრი მოწინააღმდეგე და ცოტა მომხრე ჰყავს .

ჩანს ადამიანები რომელბიც ცდილიბენ პროტესტით, ცრემლებით, სიტყვებით, გალობით... შეაჩერონ მშენებლობა, რადგანაც ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი ითვალისწინებს მდ. რიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას ზღვის დონიდან 357 და 205 მ ნიშნულებს შორის მოქცეულ მონაკვეთზე. კასკადის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ: წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს მათ და სოლიდარობას უცხადებს სხვადასხვა რეგიონიდან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთის ახალგაზრდობაც სოლიდარობას უცხადებს მათ და ცდილობენ რომ სიტყვიერად მიანც დაუდგნენ გვერდით. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შიდა სასკოლო აქტივობა ჩაატარეს სადაც დისუკუსია მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაამზადეს პლაკატი რითაც ერთგვარი თანადგომა გამოხატეს ნამახვანის მცხოვრებლთათვის.

აგრეთვე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გაკეთეს განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით:

„საქართველოში არის ენგურჰესი რომელიც ამარაგებს საქართველოს ელექტრო ენერგიით ამიტომ არ არის საჭირო რომ აშენდეს ისეთი ჰესი, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება დასავლეთ საქართველოსთვის. შესაძლოა მინიჰესების მშენებლობა რომელიც რამდენიმე რაიონს მოამარაგებს.“ ერემო ტოტოტაძე ( მასწავლებელი)

„მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა გასცეს მკაფიო პასუხები ჰესთან დაკავშირებულ შეკითხვებს და დღევანდელი მდგომარეობით როცა ქართული მიწა გაყიდულია ასი წლით და უსაფრთხოების შესახებ არ გვაქვს დასკვნა, ვარ წინააღმდეგი რომ აშენდეს გიგანტური ჰესი ნამახვანში“. გიორგი მორჩილაძე (მოსწავლე)

გარდა ამის, აკეთის სხვა მცხოვრებლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ საუბრის დროს განაცხადეს, რომ:

„ჩემი აზრით სახელმწიფოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა აუცილებელია თუმცა როცა ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიცაა ნამახვანჰესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწოლილად საფრთხე შეექმნას მთელ დასავლეთ საქართველოს.“ საბა კიკვაძე.

„არ ვეთანხმები გიგანტური ჰესის მშენებლობს. ვინაიდან არსებობს საფრთხე იმისა რომ ზიანი მიადგეს დასავლეთ საქართველოს. შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანების პოზიცია და შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა“. აღნიშნა ხათუნა პატიეშვილმა.


სტატის ავტორი მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა