თეგებით ძიება

შესაძლო ძალადობა მამის მხრიდან - ოზურგეთში დაკარგული მოზარდის საქმის ახალი დეტალები

ოზურგეთში დაკარგული 17 წლის მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველები ამ წუთებში არასრულწლოვნის მამას, მეზობლებსა და მეგობრებს კითხავენ.

დღეს ცნობილი გახდა არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება, სადაც მოზარდი წერს, რომ მამა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მოზარდის დედა შვილზე შესაძლო ძალადობას უარყოფს.

„გამორიცხულია, არანაირი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურად იყო.

მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ბავშვს ზედ ყვებოდა, ნორმალურად ჰონდა ყველაფერი და ყველაფერი კარგად იყო, რატომ წავიდა, ვერ გეტყვით.

ძალადობა არ ყოფილა არასდროს, გამოვრიცხავ“, - ამბობს არასრულწლოვნის დედა, ია სურმანიძე.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში დაკარგული გოგო პოლიციამ 21 აპრილს იპოვა.

გაუჩინარებულ გოგოს სამართალდამცველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა