მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
აბასთუმანში, მდინარე კურცხანასთან, სადაც შემოვლითი გზა შენდება, მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, მეორე - დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობა თოფით, მხარში აქვს მიყენებული - მას ექსპერტიზა უტარდება, დაჭრილი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს "ჯეო გრუპი" ასრულებს - კომპანიაში აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში მათი თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ.
შსს-ს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შემთხვევის ადგილიდან ფოტო - "სამხრეთის კარიბჭე"