თეგებით ძიება

ახმეტაში მაღაზია გაქურდეს

ახმეტაში მაღაზია გაქურდეს. "რუსთავის2"-ის ინფორმაციით, დამტვრეულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და სათვალთვალო კამერები.

შემთხვევა სოფელ ქვემო ალვანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 2000 ლარამდე ღირებულების სიგარეტები.

მომხდარის შესახებ მეპატრონემ დილით გაიგო და სამართალდამცველებს შეატყობინა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა