თეგებით ძიება

რა კავშირია ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პრეპარატსა და მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან - გამოძიების ახალი ვერსია

ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები იკვეთება. "ფორმულას" ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილობრივ ფარმაცევტებს იმ პრეპარატის შესახებ ჰკითხავენ, რომელსაც ახალი ვერსიით, გარდაცვლილი ექთანი იღებდა. საუბარია, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პრეპარატზე.

ჰქონდა თუ არა ფეხმძიმობის დამასრულებელი პრეპარატი მიღებული ექთანს და რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა მას მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე, ამ საკითხზე "ფორმულამ" სიუჟეტი მოამზადა.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება ვარაუდობს, რომ მეგი ბაქრაძემ აცრის წინა დღეს, სწორედ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის მიზნით გამოყენებული პრეპარატი მიიღო, რამაც ვაქცინაციის წინა დღეს ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. ეს ვერსია ბაქრაძის ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია. ისინი პასუხისმგებლობას კლინიკის თანამშრომლებს აკისრებენ.

"ეს პრეპარატი საერთოდ არ გვაქვს, რომელზეც გვეკითხებიან. მუცლის მოსაშლელ წამალზეა ლაპარაკი. მაგრამ არ ვიცი. ზოგადად ეგ პრეპარატი კუჭის ტკივილის დროს გამოიყენება, მაგრამ ცნობილია რომ ზოგჯერ იყენებენ მაგ მხრივ", - აცხადებს ერთ-ერთი აფთიაქის ფარმაცევტი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთნანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა