28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თუ თქვენ მოელით, რომ მოვლენები არასწორად განვითარდება, მაშინ ეს ნამდვილად ასე მოხდება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი აზრები გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.საკმაოდ რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, როდესაც თქვენ გახსენდებათ თქვენი მწარე გამოცდილება. არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ გამოწვევების და წინააღმდეგობების. თქვენ უნდა ეძებოთ საკუთარი განვითარების გზები.
კურო
ამ ეტაპზე შეიძლება იბრძოლოთ პრობლემის გადასაჭრელად. საინტერესოა, რომ ეს შეიძლება არ იყოს უშუალოდ თქვენთან დაკავშირებული პრობლემა. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი უჩვეულო თხოვნა მეგობრის ან ოჯახის წევრისგან, რომელიც დახმარებას ითხოვს თქვენგან. თქვენ გსურთ დაეხმაროთ თქვენს ირგვლივ მყოფებს და ეს განსაკუთრებით კარგად გამოგდით ამ პერიოდში. უმჯობესია იყოთ გულახდილი ყველა საკითხში.
ტყუპები
დღეს გარეგნობას ნუ მოატყუებთ. ზოგჯერ ყველაზე ფილოსოფიური ან რელიგიური ადამიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ორპირი ადამიანი.ჭეშმარიტების მისაღწევად ზედაპირის მიღმა დაგჭირდებათ ჩახედვა.იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, გახსოვდეთ, რომ ყველას არ შეიძლება უწოდოთ მეგობარი. შეიძლება თქვენს წინაშე აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენს ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ისინი შეეცდებიან დაგარწმუნონ, რომ მათი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე შენი.
კირჩხიბი
თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც უზომოდ დიდ დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ დაარწმუნოთ ადამიანი, ვინც უბრალოდ არ ისმენს თქვენს საუბარს. უმჯობესია აიღოთ თქვენი იდეები, შეხედულებები ან ნებისმიერი სხვა რამ და გაუზიაროთ ისინი მათ ვინც უფრო გახსნილები არიან. თქვენ მიხვდებით, რომ თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან რეალურად ისინი ვინც თქვენ გეგონათ და შესაძლოა გქონდეთ ამ ადამიანების ჩამოშორების სურვილი.
ლომი
კარგი იქნება თუკი თქვენ საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე დღეს ჩამოყალიბდებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თქვენ აპირებთ და შესაძლოა ცდილობთ, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი. გარკვეულ უსამართლობას ხედავთ თქვენს სამუშაო ადგილზე ან სამეგობრო წრეში. თქვენ ყოველთვის გსურთ, რომ ილაპარაკოთ თქვენი სიმართლე, მაგრამ გესმით, რომ ამან შეიძლება უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ადამიანებისგან.
ქალწული
შესაძლოა თქვენ გსურთ წონაში დაკლება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წონა არ გაქრება ერთ ღამეში. თქვენ გჭირდებათ ნელი, სტაბილური და მდგრადი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.თქვენ უნდა იპოვოთ ალტერნატიული ხერხები, რომლითაც თქვენს ჯანმრთელობას არ დააზარალებთ. კარგი იქნება, თუკი მოსინჯავთ სხვადასხვა დიეტას. წინა დღეებში საკმაოდ გადაიტვირთეთ ემოციურად და კარგი იქნება თუკი მოდუნდებით.
სასწორი
თქვენ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ საქმის ამჟამინდელი მდგომარეობით. ამ პერიოდში თქვენ განსაკუთრებით გრძნობთ, რომ არასაკმარისი მხარდაჭერა გაქვთ ადამიანებისგან. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თითოეული მოვლენის დადებითი მხარე. სანამ გამოსავალს არ იპოვით, სხვადასხვა გარემოების მიმართ ნეგატიურად განწყობა არ გააუმჯობესებს ვითარებას. კარგი იდეაა მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც გამხიარულებენ და კარგ ხასიათზე გაყენებენ.
მორიელი
თუ დღეს ვინმეზე უნდა გაბრაზდეთ თქვენ უნდა დაასაბუთოთ ეს აგრესია. ეს შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ ვინმემ გააუქმა ან არ დააფასა თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო. თქვენი ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უკვე დაგვიანებულია. ამ ეტაპზე თქვენ ხვდებით, რომ სხვა ხერხებს უნდა მიმართოთ პრობლემის მოგვარების მიზნით. გაითვალისწინეთ მეგობრების მოცემული ყოველი რჩევა.
მშვილდოსანი
თქვენ ყოველთვის გსურთ, რომ გამოხვიდეთ გამარჯვებული ყველა სიტუაციიდან. კითხვა, რომელიც თქვენ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ არის შემდეგი: სამაგიეროს გადახდის სურვილი რომ არა ჩადებდით თუ არა იმავე ენერგიას თქვენს საქმიანობაში? მედიტაცია შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ დაივიწყოთ სტრესი და დაძაბულობა. მეტად იფიქრეთ იმაზე თუ ვინ ხართ თქვენ და რა გსურთ ამ ცხოვრებისგან.
თხის რქა
თქვენ შესაძლოა ემოციურად მიეჯაჭვოთ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში, ეს ემოციური კავშირი არის ის, რაც თქვენ უნდა აღმოფხვრათ, ვინაიდან ეს ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა გაგახსენდეთ ძველი მოგონებები და მოგენატროთ ძველი დრო. მეტი დრო გამოყავით თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. შესაძლოა დადგეთ რაიმე დილემის წინაშე.
მერწყული
ახლა კრიზისის დროა. შეიძლება გადასახადების ან სხვა ფინანსური საკითხების მოგვარება გარდაუვალი აღმოჩნდეს და არავითარ შემთხვევაში არ გაექცეთ ამ პრობლემებს. თქვენ იმ ეტაპამდე მიხვედით, რომ ამ საკითხებს უნდა გაუმკლავდეთ. არ მოეშვათ პრობლემას მანამ სანამ არ დარწმუნდებით, რომ იგი მოგვარებულია.
თევზები
დღეს შეიძლება საკმაოდ არასასურველი დღე იყოს თქვენთვის. შესაძლებელია რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას დაფიქრდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც მანამდე არ დაფიქრებულხართ, მაგრამ თქვენ ყოველთვის არ გჭირდებათ ურთიერთობა ან სხვებთან საუბარი, რათა იგრძნოთ თავდაჯერებულობა. თქვენ გაგაჩნიათ თქვენეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მიღწევად.