თეგებით ძიება

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.


ვერძი
ახლა განსხვავებულად იქცევით? დრო თითქოს ჩქარდება. სხვების მოთხოვნები თქვენს მიმართ შეიძლება უფრო მძიმე იყოს. შესაძლოა არ გაითვალისწინოთ თქვენი მეგობრების აზრები , განსაკუთრებით მაშინ, თუ გირჩევნიათ უფრო მოდუნებული იყოთ.თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ.შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ თქვენი ძველი ღირებულებების გადაფასება.

კურო
თუ თქვენ არ გყოფნით ნებისყოფა ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ თქვენ არ იღებთ თქვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას, ეს შეიძლება შეიცვალოს, თუ თქვენ გადაწყვეტთ , რომ ისარგებლოთ არსებული ვითარებით.თქვენ აუცილებლად უნდა ამოიღოთ ხმა და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ნებისმიერ უსამართლობაზე.ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა იფიქროთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ტყუპები
თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა ადამიანებს, რომლებიც არ გეთანხმებიან ბევრ საკითხში. არ დაგავიწყდეთ ის, რომ ყველას აზრს აქვს არსებობის უფლება და თქვენ მათ პატივი უნდა სცეთ, თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი ხედვა არ უნდა დააფიქსიროთ.შესაძლო თავს გრძნობთ განახლებულად და მზად ხართ კარგი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

კირჩხიბი
ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუკი თქვენ გამოიჩენთ თავმდაბლობას და მეტად იქნებით კონცენტრირებული საკუთარ საქმეზე.ეს არის დრო, რომელიც მოითხოვს თქვენი ძველი ძალისხმევის დაბრუნებას,რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის.მართალია არ არის სასიამოვნო თქვენი ძველი შეცდომების გახსენება, მაგრამ კარგი იქნება თუკი მეტად იფიქრებთ თქვენს წარსულზე სამომავლოდ იგივე შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.

ლომი
შესაძლოა თქვენ განიცდით რაიმე სახის დევნას და გყავთ ბევრი მტერი.თქვენთვის აუცილებელია სხვა ადამიანების მოტივების შესწავლა,რათა თავიდან აირიდოთ ბევრი უსიამოვნება.ნებისმიერი სახის შურისძიება შეასუსტებს უკვე დაძაბულ ურთიერთობას,მაგრამ იყავით ფრთხილად.შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობით.შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ თქვენი ლიდერობის უნარის გამოვლენა.

ქალწული
შეიძლება უნებლიედ გრძნობთ თავს, როგორც არასრულფასოვანი.ეს არის თქვენი ნიჭის აღიარების პერიოდი და თქვენ განსაკუთრებით გსურთ, რომ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები.საკუთარი თავის რწმენა ხელს გიწყობთ თქვენი ძირითადი ძლიერი მხარეების წარმოჩენაში.მას შემდეგ ,რაც თქვენ დაიბრუნებთ თქვენს თავდაჯერებულობას თქვენ მიაღწევთ ბევრ წარმატებას.

სასწორი
შეიძლება დაგჭირდეთ გაეცნოთ ყველაფერ იმას, რაც უშლის ხელს თქვენს ძალას, სიცოცხლისუნარიანობას და გამძლეობას.კარგი იქნება, თუკი თქვენ აიღებთ შვებულებას და დაისვენებთ, რადგან ამ კვირების განმავლობაში საკმაოდ გადაიტვირთეთ.თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ სხვადასხვა დაპირისპირებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, თუკი თქვენ ვერ ხედავთ მთლიან სურათს.შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი ცხოვრებაში და ეს აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას.

მორიელი
ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ ადამიანები დაგიპირისპირდნენ იმის გამო, რომ მათ სიმართლეს ეუბნებით და თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ.თქვენ უნდა გქონდეთ საღი აზრის დაფიქსირების უნარი, როდესაც დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში. არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ ემოციებს, რადგან ეს ძალიან დააზარალებს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.მხოლოდ ის, რომ ადამიანები თქვენი დიდი ხნის მეგობრები არიან, არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ, 100% -ით სიმართლეა.

მშვილდოსანი
შეიძლება ვინმემ გამოგიგზავნოთ რომანტიკული ფარული შეტყობინებები, მაგრამ თქვენ დარწმუნებული არ იქნებით, რომ გრძნობთ საპირისპიროს ამ ადამიანის მიმართ.ამასთანავე გაქვთ ემოციური არასტაბილურობა , რის გამოც თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ.თუ თქვენ ხართ ისეთ მდგომარეობაში , რომ მოგწონთ სხვა ადამიანი , რომელიმემ პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგათ.

თხის რქა
ამ დროს ურთიერთობა და სულიერი სტანდარტები ეჯახება ერთმანეთს, თუმცა არაჩვეულებრივი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად .თქვენ ამ პერიოდში განსაკუთრებით თავდაჯერებული იქნებით. ძალიან გინდათ ურთიერთობა თანაბარი ნაბიჯებით წარიმართოს, ყოველგვარი ზედმეტი კამათისა და დაპირისპირებების გარეშე , მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა წყვილი კამათობს.შეიძლება მოგიწიოთ სერიოზული კითხვების დასმა თქვენი მეორე ნახევრისთვის და ოჯახის წევრებისთვის.

მერწყული
პროგრესული აზროვნება ადვილი არ არის, როდესაც თქვენ ჩარჩენილი ხართ იმ ადამიანების წრეში , რომლებიც თავიანთი შეხედულებებით კონსერვატიულები არიან.თქვენ კონცენტრირებული ხართ სოციალური სტატუსის ამაღლებაზედა გსურთ, რომ სახელი გაითქვათ.თქვენ უნდა გქონდეთ გამბედაობა, რომ მოშორდეთ იმ ადამიანების წრეს, რომლებიც აფერხებენ თქვენს განვითარებას.

თევზები
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მსხვერპლს გაიღებს თქვენი სიყვარულისთვის, არის შანსი, რომ ეს ადამიანი იყოს თქვენი ყოფილი შეყვარებული. თქვენ ვერ იფუნქციონირებთ სათანადოდ სანამ ვერ შეძლებთ გათავისუფლდეთ წარსულისგან .ეძებეთ პრობლემების გადაჭრის გზები, ვინაიდან პრობლემებზე ფიქრმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა