ოზურგეთში სასაფლაოები გაქურდეს - ე.წ. "დურალუმინის" მასალისგან დამზადებული ღობეების და კარის ფრაგმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში საფლავები გაძარცვეს - წაღებულია ე.წ. "დურალუმინის" მასალისგან დამზადებული ღობეების და კარის ფრაგმენტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.
ადგილობრივები მომხდარს მძიმე სოციალური ფონით ხსნიან.