14 რამ, რაც კუროს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან გამოარჩევს
რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო, კურო საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია.
1. მასში ეჭვი არასდროს შეგეპარებათ
კუროს ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მისი ერთგულებაა. კურო მუდმივობის სიმბოლოს წარმოადგენს. ის ურთიერთობას აფასებს და ბოლო წუთამდე ზრუნავს. კამათი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი არაა. კურო რომანტიზიმით არ გამოირჩევა. ურჩევნია ანალიზის გაკეთება და კომფორტული პარტნიორის შერჩევა.
2. პრინციპებს იცავს
სიჯიუტით და ნებისყოფით გამორჩეული კურო მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს - მისი აზრის შეცვლა, გატეხვა, პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედება გაგიჭირდებათ.
3. იუმორით და გამჭრიახობით გამოირჩევა
ამ ნიშანს ჭკვიანი იუმორი უყვარს და ხუმრობა შეუძლია. მასთან არ მოიწყენთ.
4. პირდაპირია
ბუნებით კრიტიკოსი არაა. მიუხედავად ამისა, თუ მას აზრის გამოთქმას სთხოვთ, ეჭვის გარეშე სიმართლეს გეტყვით.
5. ჯიუტია, მაგრამ კარგი გაგებით
კუროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაკლი მისი სიჯიუტეა. რაღაც ახლის გამოცდაზე მისი დაყოლიება, ან აზრის შეცვლა დიდხანს მოგიწევთ. სიჯიუტე საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარება. ის შეუპოვარია და სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევა.
6. დამოუკიდებელია
კუროს ნამდვილად შეუძლია ყველაფერს თავად გაუმკლავდეს. თამამი და პირდაპირი კურო საკმაოდ ძლიერია, რომ საკუთარი პრობლემები გადაჭრას და სხვებსაც მხარი დაუჭიროს.
7. წარმოუდგენლად მომთმენია
ის შესანიშნავი მსმენელია და ყოველთვის მზადაა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ. ის შეიძლება წლები გაღიზიანებული იყოს და არაფერი გითხრათ.
8. ემოციურად მდგრადია
კუროს სულელური დრამები არ უყვარს. ის ზრდასრული და დიდებულია და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
9. გადაწყვეტილების მიღება შეუძლია
თუ მკაფიო მიზნები აქვს, ზუსტად იცის მიზნის მისაღწევად რა გააკეთოს. ის იმუშავებს იმაზეც, რაც ბედნიერებას ანიჭებს. სწორედ კონცენტრაციის უნარის წყალობით კურო საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია.
10. მშვენიერების დამფასებელია
კურო კარგი ღვინოს, საუკეთესო თამბაქოს, გემრიელი საკვების და ძვირფასი ტანსაცმლის დამფასებელია. მათი სახლი ლამაზი და მყუდრო ნივთებით არის სავსე. სახლის ყიდვაზე არ ძუნწობენ. მან ყოველთვის იცის, თუ მოგება როგორ ნახოს. მატერიალური კეთილდღეობა მას იზიდავს, ანუ მასთან ერთად ღარიბი არასდროს იქნებით.
11. მაღალი სტანდარტები აქვს
კუროს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს. მას ყოველთვის ურჩევნია ხარისხი, ვიდრე რაოდენობა. თუ კუროსთან ერთად ერთობით, თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ. მან თქვენ აგირჩიათ, რადგან იცის, რომ მის სტანდარტებს აკმაყოფილებთ.
12. პასუხისმგებლიანია
მისი დევიზი შეიძლება ასე გამოვხატოთ „საქმეს დროში ვაკეთებ, ვისვენებ 1 საათით“. სამუშაოს ყოველთვის დროულად აკეთებს და ყველაზე მონოტონური და ერთფეროვანი საქმის შესრულებაც კი შეუძლია. რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამშრომელია.
13. კარგი მეოჯახეა
კუროსთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა და მას არავისში და არაფრის დიდებით არ გაცვლის. მოსიყვარულე და მომთმენი ბუნების მქონე კუროს ახლობლების გამო მთების გადაადგილება შეუძლია.
14. მზრუნველია
სხვას არავის შეუძლია იყოს ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი დეტალების მიმართ, როგორც კუროა. მას ყოველთვის ახსოვს, თუ რა გიყვართ, სად გიყიდოთ და რომელი წარწერა მოგეწონებათ მაისურზე.