თეგებით ძიება

1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თქვენ უნდა დაამსხვრიოთ ნებისმიერი სტერეოტიპი წარმატების მისაღწევად. ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებისგანაც მოითხოვთ პატივისცემას. თქვენ არ გსურთ გადატანითი საუბრები, გინდათ, რომ პირდაპირ ისაუბროთ ყველაფერზე. ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ მოახდინოთ თქვენი უპირატესობის დემონსტრაცია.

კურო
კეთილმოწყობა, მებაღეობა და სხვა მიწის საქმიანობა ახლა ძალიან თერაპიული შეიძლება იყოს თქვენთვის, რადგან ამ პერიოდში ძალიან გადაიღალეთ. ეს საქმიანობები დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. თუ შესაძლებლობა გაქვთ აიღეთ შვებულება, ან გადით ბუნებაში მეგობრებთან ერთად ან სულაც განმარტოვდით და წაიკითხეთ რაიმე საინტერესო წიგნი ხის ჩრდილში.

ტყუპები
თქვენ გჭირდებათ დამატებითი დრო ამ ეტაპზე, რათა კარგად გააანალიზოთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. დაუშვით შეცდომები დღევანდელ დღეს, რადგან თქვენ სწორედ შეცდომების დახმარებით სწავლობთ ბევრ რამეს. მოითხოვეთ საკუთარი საჭიროებები, თუნდაც სხვებისთვის არასასიამოვნო იყოს. ზოგჯერ თქვენ უნდა ახსენოთ ის, რისი მოსმენაც სხვებს არ სიამოვნებთ. არ ელოდოთ, რომ ბედნიერებას სხვა ადამიანები მოგიტანენ, თქვენ თავად უნდა იბრძოლოთ თქვენი ბედნიერებისთვის.

კირჩხიბი
თქვენ უნდა იყოთ მწვავე კამათში, თუ დღეს აპირებთ კონკურენტების დამარცხებას. თქვენ უნდა გქონდეთ მყარი არგუმენტი თქვენი პოზიციის დასამტკიცებლად. შრომატევადი საქმიანობის შესრულება თკვენგან ბევრად მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ შეეცადეთ, რომ ყურადღება არ მოაკლოთ ოჯახს, თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს. თქვენ დრო უკეთესად უნდა მართოთ, კარგად დაგეგმეთ ყველაფერი და არ შეგეშინდეთ თუ რამე ისე არ წავიდა როგორც მოელოდით.

ლომი
თქვენ უნდა დააწესოთ კონტროლი თქვენი და თქვენი პარტნიორის ფინანსულ შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ხშირი და უაზრო დანახარჯები. ფინანსური საკითხების მოგვარება სტაბილურობის განცდას მოგანიჭებთ. არ დაგავიწყდეთ აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია და სულაც არ არის საგანგაშო.ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რაც ურთიერთსასარგებლოა, ვიდრე იმაზე რაც დაგაპირისპირებთ ადამიანებთან.

ქალწული
შეიძლება დრო მოვიდეს იმ მოძველებული ხელსაწყოების გადასაგდებად, რომლებსაც ამდენ ხანს ფლობდით. ზოგჯერ როდესაც ვცდილობთ, რომ ფული დავზოგოთ უფრო მეტ თანხას ვხარჯავთ, ასე რომ გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ სანამ ფულს დაზოგავთ. შეიძინეთ რამე ხარისხიანი, დარწმუნდით, რომ ნივთი გამოსადეგია იმისათვის, რისთვისაც გჭირდებათ. კარგი იქნება თუკი ჩამოწერთ თქვენს ფინანსურ გეგმებს.

სასწორი
თქვენ გეშინიათ, რომ ადამიანებს არ მოსწონხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველას ყოველთვის ვერ მოეწონებით. სანდოობა,ეს არის თქვენი მთავარი საკვანძო სიტყვა სხვებთან ურთიერთობისას. მიაქციეთ ყურადღება მცირე მინიშნებებს, რასაც ადამიანები გაძლევენ. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში, კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ ყველაფერი სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ.

მშვილდოსანი
თქვენ გექნებათ სამაგიეროს გადახდის უდიდესი სურვილი, თუკი თქვენ აღმოჩნდებით სხვა ადამიანების ჩრდილქვეშ. კარგი იქნება თუკი თქვენ გაესაუბრებით ადამიანებს რჩევისთვის ან სხვა მნიშვნელოვან საკითხზე სასუბროდ. აღიარეთ, რომ არ მოგწონთ დაემორჩილოთ წესებს ან დაგეგმოთ რაიმე წინასწარ, რადგან თქვენ უპირატესობას სპონტანურობას ანიჭებთ.

თხის რქა
შეგიძლიათ თქვენს თავს დაუწესოთ უამრავი შეზღუდვა და მაინც კომფორტულად იგრძნოთ თავი. დანაკარგის შიში შესანიშნავი ტექნიკაა, რომელსაც თქვენ იყენებთ თქვენი მიზნების განსახორციელებლად, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენმა ეგოისტურმა დამოკიდებულებამ შეიძლება სხვა ადამიანებს გული ატკინოს. შესაძლოა გქონდეთ კონფლიქტი ოჯახში, მაგრამ შეეცადეთ, რომ შეხვიდეთ სხვა ადამიანის მდგომარეობაში და გამოიყენოთ დიპლომატიური ენა პრობლემების მოსაგვარებლად.

მერწყული
ყველას სურს, რომ გარემოცვაში ყავდეს ისეთი გულწრფელი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ. იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი აღელვება და სიხარული იმდენად გადამდები არ არის, რამდენადაც ფიქრობდით. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობდით, გიყენებდნენ საკუთარი ინტერესებისთვის და ამან შეიძლება გული ძალიან გატკინოთ.

თევზები
არ იღელვოთ თუ ამ პერიოდში განსაკუთრებით გსურთ დასვენება და რელაქსი, მაგრამ ამავდროულად გაწვებათ ბევრი ვალდებულება. არ გქონდეთ დანაშაულის გრძნობა, არ ინანოთ და კარგად ისიამოვნეთ. შორს დაიჭირეთ თავი თქვენთვის არასასურველი ადამიანებისგან. შესაძლოა ამ პერიოდში თქვენი მეორე ნახევარი მოითხოვდეს მეტ ყურადღებას თქვენგან, კარგი იქნება თუკი დაგეგმავთ რომანტიულ პაემანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა