2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თქვენ კარგ მდგომარეობაში იმყოფებით იმისათვის, რომ საკუთარი თავი მიიღოთ და განაახლოთ მიზნები. აუცილებელია ნამდვილად გესმოდეთ ვინ გსურთ გახდეთ თქვენს ცხოვრებაში. დღეს გექნებათ შესაძლებლობა აჩვენოთ თქვენი ნიჭი და უნარები. და რატომაც არა? გააოცეთ ახლობლები.
თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ თქვენი მეორე ნახევარი, დღეს მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება შეგახვედროთ თქვენს მომავალ მეორე ნახევარს.
კურო
თქვენ მხოლოდ მაშინ მოიგებთ, თუ დიდ დროს დაუთმობთ საყვარელ ადამიანებს. ისინი ნამდვილად ზრუნავენ თქვენზე, თუმცა ამას ზეწოლად იღებთ და მხოლოდ საკუთარ აზრზე დაყრდნობით იღებთ გადაწყვეტილებებს. ამ საქციელმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგადად ურთიერთობებზე, ამიტომ ცვლილებების დროა. თქვენი ინტუიცია დღეს ძალიან ძლიერია და დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ენდეთ თქვენს ძალას და არ იმოქმედოთ იმპულსურად.
ტყუპები
სხვა ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება შთაგაგონოთ და გაიძულოთ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. თქვენთან ერთად იქნებიან მეგობრები და ახლობლები. ისინი დაგეხმარებიან გეგმების დასახვაში და თქვენ ნამდვილად შეძლებთ დაგეგმოთ მოკლე გზა სასურველ ადგილამდე.
ყურადღება! თქვენ არ უნდა იყოთ დაუცველი და ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცეული. გადაწყვეტილებები საკუთარი თავით უნდა მიიღოთ და არა სხვების დახმარებით.
კიბო
იმაზე იფიქრეთ თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი კარიერა და რეპუტაცია. მოვიდა დროს შეიმუშაოთ საკუთარი სტრატეგია და აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. ნუ შეგეშინდებათ მოჩვენებითი დაბრკოლებების, თქვენ გაქვთ შინაგანი ძალა, რაც იმის მიღეწევაში დაგეხმარებათ რასაც მოელით.
ლომი
დღეს თქვენთვის საჭიროა იპოვოთ ახალი ადგილი და ახალი ხალხი, რათა მოტივაცია მიცეთ საკუთარ თავს. უბრალოდ საჭიროა იყოთ ღია ახალი შემოთავაზებებისთვის და იდეებისთვის. გამოიყენეთ საკუთარი იდეები და სტრატეგიები, რომლებიც ოდესღაც გვერძე გადადეთ. ეს არის ჭკვიანური ნაბიჯი იმისთვის, რომ იყოთ შესამჩნევი და განსხვავებული.
სასწორი
დღეს განსაკუთრებული დროა, როცა შეგიძლიათ აღადგინოთ პირადი ურთიერთობები ან დაუახლოვდეთ ნებისმიერ ადამიანს. იყავით გულწრფელები და თავისუფლად ისაუბრეთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, გამოხატეთ მადლიერება და თქვენი ძალისხმება დაფასდება. ძვირფასო სასწორო, თუ ჯერ წყვილი არ გყავთ იმედი არ გაიცრუოთ, მალე ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება ახალი ფერებით გაბრწყინდება. თავად გადაწყვიტეთ ვინ გინდათ, რომ თქვენს გვერძე იდგას.
მორიელი
დროა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. მისასალმებელია სამედიცინო გამოკვლევა. უფრო მეტიც შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით. ბოლოს ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს. ეს ნაბიჯი თქვენთვის აუცილებელია, რადგან გელით აქტიური და წარმატებული პერიოდი, სადაც ძალა და ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ
მშვილდოსანი
გარკვეულმა ცვლილებებმა პროფესიულ სფეროში ერთდროულად შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და აამაღლოს თქვენი მგრძნობელობა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან, ბავშვებთან და მეგობრებთან, რათა თავი უკეთ იგრძნოთ და მოიპოვოთ სიმშვიდე. ყველაფერი არც ისე ცუდია როგორც ჩანს, ვარსკვლავები არ მიგატოვებენ.
თხის რქა
დღევანდელი ენერგეტიკა იდეალურად ერგება შემოქმედებით იდეებს სხვადასხვა სფეროში. ჰოროსკოპის თანახმად წარმატება, რომელსაც დიდხანს ელოდოთ დღეს გეწვევათ და თავს საოცრად იგრძნობთ. ოჯახში ურთიერთობები გაუმჯობესდება და კარგად გაატარებთ დროს, ასევე მშვენიერი სიურპრიზი შეიძლება ეწვიოთ ამ ზოდიაქოს მარტოხელა წარმომადგენლებს. კუბიდონი არ ინანებს ისრებს და ყველაფერი შეიცვლება.
მერწყული
დღვანდელი დღე ნაყოფიერი იქნება. დღეს თქვენ შეძლებთ დაინახოთ პრაქტიკული ნივთები სულ სხვა შუქზე ან სულ სხვა თვალით, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება, შესაძლოა დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და ეს გადაწყვეტილება კარგ შედეგამდე მიგიყვანთ უახლოეს მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რთული გეჩვენებათ.
თევზები
დღეს შესახლოა თავი არაკომფორტულად იგრძნოთ, რადგან თქვენი ცხოვრების თანამგზავრი იმას იზავს, რაც თვითონ უნდა და არ მოგისმენთ თქვენ, თუმცა წუწუნი გამოსავალი არ არის. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, ან მიიღეთ რეალობა. შესაძლოა თავი უკეთ იგრძნოთ, თუ ზედმეტად დრამატულად არ შეხედავთ მოვლენებს.