თეგებით ძიება

რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ადამიანის ნაცვლად, მათი იდეა უყვარდებათ

1. თევზები

თევზებო, შეიძლება ამის აღიარება სულაც არ გსურთ, მაგრამ თქვენ სამყაროს ვარდისფერი სათვალით აკვირდებით. მიუხედავად იმისა, რომ გსურთ ადამიანსს რაც შეიძლება ავთენტურად იცნობდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მეტ დროს ატარებთ რეალურ ფიქრებში პოტენციური ურთიერთობების შესახებ. თუ ვინმეს თქვენი გულისტკენა სურთ, მის გასამართლებლად უამრავ მიზეზს იპოვით, ხოლო თუ ვინმე თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, შეეცდებით სტრიქონებს შორის წაიკითხოთ მათი გრძნობები. თქვენ მზად ხართ აპატიოთ ადამიანს ყველაფერი იმ იდეის საფუძველზე, რომელიც თქვენ მის მიმართ გაქვთ, მაშინაც კი, თუ სიმართლეს სულაც არ შეესაბამება.

2. სასწორი

თქვენ მყარი წარმოდგენა გაქვთ იმ ადამიანზე, რომელთანაც გსურთ ყოფნა - მაგრამ ზოგჯერ, თქვენ მზად ხართ ეს იდეა სულ სხვანაირი ადამიანის გარშემო გადაიტანოთ. თქვენ გაქვთ იმ თვისებების ჩამონათვალი, რაც ადამიანში გსურთ დაინახოთ, ხოლო თუ შეხვდებით პიროვნებას, რომელიც უბრალოდ განსხვავებულია, თქვენ დაიწყებთ ფანტაზიორობას იმის შესახებ, რომ გულის სიღრმეში, თქვენს ფავორიტ თვისებებს დაატარებს. უფრო მეტიც, მოგწონთ, რომ გარეგნულად სულ სხვანაირია, ხოლო შინაგანად სხვანაირი, ამიტომ მზად ხართ, თვალი დახუჭოთ მცირედ ხარვეზებზე. საბოლოო ჯამში თქვენ შეგიყვარდებათ ის, რაც გსურთ ადამიანში დაინახოთ და შეეცდებით იპოვოთ ადამიანი, რომელსაც შეეძლება თუნდაც გარკვეულწილად გაამართლოს თქვენი მოლოდინები.

3. კირჩხიბი

არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ გიჭირთ ურთიერთობების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ გსურთ ადამიანი, რომელიც მუდამ თქვენს ირგვლივ იქნება, ზოგჯერ შეიძლება იდეას უფრო მეტად დაეკიდეთ, ვიდრე თქვენს წინაშე მყოფ პიროვნებას. თქვენ შეიძლება ისე დაბრმავდეთ იმით, თუ როგორ გრძნობთ თავს, რომ ყოველთვის ვერ შეამჩნიოთ - ეს ადამიანი რეალურად სხვანაირია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენი ურთიერთობის ჯანმრთელობას, თქვენ მზად ხართ მრავალჯერადად გასცეთ შანსები იმ იმედით, რომ ადამიანი მოგცემთ იმას, რაც გჭირდებათ, მაშინაც კი, თუ ამას ნამდვილად არავინ შეგპირებიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა