კიტეიშვილი Sky Sport-ის სიმბოლურში მოხვდა
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ქართველი ლეგიონერის, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმო, თუმცა საბოლოო ჯამში, ანგარიშით - 4:1 გაიმარჯვა.
შესანიშნავია მატჩი ჩაატარა კიტეიშვილმა, რომელმაც გოლი გაიტანა და გოლს საგოლე გადაცემაც მიუმატა
ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის დასრულების შემდეგ Sky Sport Austria-მ ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.