თეგებით ძიება
21. 05. 2021 სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, რუბენ დიაში დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, რუბენ დიაში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა გამოკითხვაში ხმათა 50 პროცენტი მიიღო და თანაგუნდელ კევინ დე ბრუინსა და „ტოტენჰემის“ ფორვარდს ჰარი კეინს აჯობა.

ამპლუით მცველმა ეს პრიზი ბოლოს 1989 წელს მიიღო, როდესაც „ლივერპულელმა“ სტივ ნიკოლმა გაიმარჯვა. 24 წლის დიაშმა „ქალაქელებთან“ ერთად პრემიერ ლიგა და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო. მისი „ბენფიკადან“ შეძენა „სიტის“ გასულ ზაფხულს 65 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რაც კლუბის ყველა დროის სატრანსფერო რეკორდია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა