თეგებით ძიება
25. 05. 2021 სპორტი

მძიმე სიტუაციაა საჩხერის ,,ჩიხურაში"

კლუბმა სეზონის მსვლელობისას თითქმის ნახევარი გუნდი გაუშვა, ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოᲮატავენ კონტრაქტების ცალმხრივად შეწყვეტის გამო და სასამართლოში ჩივილს ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება კლუბს დიდი პრობლემები შეექმნას. ფეხბურთელების განცხადებით კლუბი მათ "გაკეთებულ თამაშებს" ედავება. ფეხბურთელების განცხადებით ბაზა მათ პოლიციის თანხლებით დაატოვებინეს. გაშვებულ ფეხბურთელებს შორის არიან გუნდის კაპიტანი ლაშა ჩიკვაიძე და ბესიკ დეკანოიძე.

ლაშა ჩიკვაიძის განცხადებით კლუბის გადაწყვეტილება მას პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის ,,ჩიხურას" შემდეგი თამაში ზუგდიდის დინამოსთან აქვს , სადაც გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები მისვლას აპირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა