COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი - „პროვაქსი“ შეიქმნა
ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით Facebook გვერდი - „პროვაქსი“ შეიქმნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება. გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.
„მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.