თეგებით ძიება
27. 05. 2021 COVID - 19

პოლონეთი საქართველოს ვაქცინის მიწოდების საკითხში დახმარებას გაუწევს

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილეს, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ სფეროებს მოიცავს.

საუბარი შეეხო კოვიდპანდემიასა და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გახსნის საკითხს, რომელიც რეგულაციების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის გააქტიურებას ეხება.

„შეხვედრისას ისაუბრეს ვაქცინაციაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

როგორც აღინიშნა, პოლონეთი საქართველოს ვაქცინის მიწოდების საკითხში დახმარებას გაუწევს და მიაწვდის ვაქცინის იმ რაოდენობას, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა გაფართოებული შემადგენლობით, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხი.

ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ პოლონეთი მონაწილეობს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ძველი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანაა.

საუბარია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე საქართველო-პოლონეთის ერთობლივ ექსპედიციაზე, რომელმაც ქუთაისში ძვ.წ. მე-14 საუკუნის ძველი კოლხური ცივილიზაცია აღმოაჩინა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა