ვის დაუდასტურდა კოვიდის ე.წ. ინდური შტამი? - გამყრელიძე განმარტავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ ხუთი ადამიანიდან, რომლებსაც კოვიდის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდათ, ორი საქართველოს მოქალაქეა.
მისი განარტებით, ინფიცირებულებში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
„დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა ინდური შტამიც, რომელიც 5 ადამიანს დაუდასტურდა. ამ 5 ადამიანიდან 2 გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ხუთივეს აქვთ უცხოეთის და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურების ისტორია. ისინი საქართველოს მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელიც უცხოელები იყვნენ, უკვე დატოვეს ქვეყანა. დანარჩენი 2 საქართველოს მოქალაქე იზოლირებულია და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი სახლში იმყოფებიან და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“,- განაცხადა გამყრელიძემ.