ჟურნალისტი ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა
გარდაიცვალა ჟურნალისტი ირინა ბოკუჩავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოკუჩავას covid-19 ჰქონდა და კლინიკაში მიმდინარე წლის 30 აპრილს მოათავსეს.
პაციენტის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, ბოლოს ის სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.