ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 169 მლნ-ს (169 435 581) აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია:
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 402 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 5,035,207 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 120,002 ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 6 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 331 883 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 4 839 ადამიანი. ვირუსისგან კი 322,806 პაციენტი განიკურნა.
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 5 ადამიანი ემსხვერპლა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 222,409 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,416 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 212,265.
ბოლო დღე-ღამეში, თურქეთში კორონავირუსის 8,426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 183-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან თურქეთში კორონავირუსის 5,220,549 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 5,070,815 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 46 970 აღემატება.