ქეცბაიამ კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
საუბრები იყო იმაზე, რომ ქართველი სპეციალისტი გუნდს შეიცვლიდა, მაგრამ თემურმა დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, "ანორთოსისმა" ტიტული (კვიპროსის თასი) 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. თემურ ქეცბაია ამ კლუბში კარგი შედეგებით გამოირჩევა და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც უასპარეზიათ.