თეგებით ძიება
28. 05. 2021 სპორტი

ხვიჩა მოსალოდნელ ტრანსფერზე: \'\'ჩემი საკითხი ამ მატჩების შემდეგ გადაწყდება\'\'

საფეხბურთო კლუბ ყაზანის \'\'რუბინის\'\' 20 წლის ქართველმა ტალანტმა ქართულ მედიასთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მოთამაშის კომენტარს 1TV ავრცელებს.

„ასე გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ შემიძლია რამე ვთქვა. ამჟამად საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის ვემზადებით, მე ამ მატჩებზე ვფიქრობ და ალბათ, ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება\'\'.

კითხვაზე დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან თუ არა ინგლისური გუნდები, ხვიჩას პასუხი ასეთია: \'\'ამაზე ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს და სწორიც არ იქნება, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო“.

რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს: \'\'ტრავმა კარგად მოვიშუშე, ნაკრებში მატჩებისთვის ვემზადები და ვნახოთ, მთავარი მწვრთნელი რას იტყვის. ვიქნები თუ არა ამ მატჩებში სათამაშოდ მზად, ვილი სანიოლი გადაწყვეტს\'\'.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. სანიოლის ფეხბურთელები რუმინეთსა (2 ივნისი) და ნიდერლანდებს (6 ივნისი) სტუმრად დაუპირისპირდებიან.

ფოტო: gff.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა