თეგებით ძიება
29. 05. 2021 სპორტი

მანჩესტერ სიტი VS ჩელსი - მატჩის წინა შეფასებები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალში პეპ გუარდიოლას \'\'მანჩესტერ სიტი\'\' ტომას ტუხელის გაწვრთნილ ლონდონის \'\'ჩელსის\'\' დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 29 მაისს პორტუში, \'\'დრაგაოზე\'\' გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გუარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია. მისი ხელმძღვანელობით \'\'ბარსელონა\'\' ამ ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა (2008-09, 2010-11), მიუნხენის \'\'ბაიერნთან\'\' ერთად ანალოგიური შედეგი ვერ აჩვენა, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

გუარდიოლა: „ზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე დაძაბული გადის, ზოგიერთს პრობლემები აქვს, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ფინალის მოსაგებად ტანჯვა მოგვიწევს. კარგია იმის თქმა, რომ ფინალით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ასეთ შეხვედრებში სიმტკიცის შენარჩუნება და ადაპტაციაა საჭირო.



ზუსტად ვიცი, როგორ გვინდა, რომ ვითამაშოთ და ვის ვხვდებით. ამიტომ, ფეხბურთელებს ზედმეტად არ შევაწუხებ. ფინალში ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა. სამწვრთნელო კარიერის სტარტზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთხელ მაინც მივიღებდი მონაწილეობას, ახლა კი აქ ვართ და ძალიან გაგვიმართლა.

ზუსტად ვიცი, ფეხბურთელებს რას ვეტყვი და არ მინდა, ისინი ზედმეტად შევაწუხო. ბიჭებს, რომლებიც აღელვებული იქნებიან ან ინერვიულებენ, ვეტყვი, რომ ეს ნორმალურია, ხოლო ბიჭებს, რომლებიც შედარებით მშვიდად იქნებიან, ვეტყვი, რომ ესეც ნორმალურია“


ტომას ტუხელი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის იანვარში გახდა, მან კლუბის ლეგენდა ფრენკ ლამპარდი შეცვალა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით \'\'არისტოკრატებმა\'\' მადრიდის \'\'ატლეტიკო\'\', \'\'პორტუ\'\' და მადრიდის \'\'რეალი\'\' დაამარცხეს. 47 წლის სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, თუმცა 2019-20 წლების სეზონში მისი გაწვრთნილი პსჟ ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის \'\'ბაიერნთან\'\' მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა ლამპარდი გუნდიდან წავიდა, კლუბი პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილზე იყო, თუმცა ტუხელის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და გუნდმა სეზონი საუკეთესო ოთხეულში დაასრულა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ \'\'ჩელსი\'\' ფინალში დამარცხება, ტუხელის მუშაობა ნაყოფიერად შეფასდება.

ტუხელი: „თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, რათა აქ მოვსულიყავით, მაგრამ აქ მოსვლის გამო ბედნიერი და აღტაცებული არ ვართ. გვინდა, აღტაცებული ხვალინდელი მატჩის შემდეგ ვიყოთ. გვსურს, ბოლო ნაბიჯი გადავდგათ, თასი მოვიგოთ და პორტუ მასთან ერთად დავტოვოთ.

წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა ველოდოთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. პეპ გუარდიოლას აზრებს ვერ ვკითხულობ და ვერც მისი და ფეხბურთელების შეხვედრებს ვესწრები. ამიტომ, არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო ან ვივარაუდო. ეს არაა ჩემი და გუარდიოლას დაპირისპირება. ხვალ საჩოგბურთო მატჩი არ გველის. პეპი შეეცდება, საკუთარი გუნდი მაქსიმალურად კარგად მოამზადოს და მეც იმავეს გავაკეთებ.
.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, ზინჩენკო, ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი

ჩელსი: მენდი, კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი, პულიშიჩი, ვერნერი, მაუნტი

წყარო crystalsport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა