თორნიკე შენგელიას ცსკა ანადოლუ ეფესთან დამარცხდა
თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის „ფინალური ოთხეულის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. „არმიელებმა“ 86-89 დამარცხდნენ.
თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 2 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. თოკომ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
ამ გამარჯვები თურქები ფინალში გავიდნენ და „ბარსელონასა“ და „მილანს“ შორის გამარჯვებულთან მოუწევთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა.