სკანდალი ქართულ რაგბში - მსაჯები გაიფიცნენ, თამაშები ჩაიშალა
ქართულ რაგბში სკანდალია - რაგბში საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს მსაჯები გაიფიცნენ, მათ ბათუმში გასამართ მატჩში მონაწილეობაზე თქვეს უარი, რის შემდეგ "ბათუმსა" და თბილისის "აკადემიას" შორის გასამართი თამაში ჩაიშალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "აია არენაზე" ერთმანეთს ქუთაისის "აიას" და ბოლნისის "ყოჩებს" უნდა ეთამაშათ, თუმცა მსაჯები სტადიონზე გამოსვლაზე უარს აცხადებენ.
მსაჯების გაფიცვის მიზეზი უცნობია.