თეგებით ძიება
30. 05. 2021 სპორტი

ჩელსი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

დასრულდა 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის. „არისტოკრატებმა“ კაი ჰავერცის ერთადერთი გოლის წყალობით ნანატრი ტიტული მოიგეს. ლონდონელთათვის ეს ისტორიაში მე-2 ჩემპიონთა ლიგის ტიტულია.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, კაი ჰავერცი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა. გერმანელმა შემტევმა „სიტის“ კარი 21 წლის და 352 დღის ასაკში აიღო. რეკორდი კი ლარს რიკენს ეკუთვნის, რომელმაც „იუვენტუსს“ 20 წლის და 322 დღის ასაკში გაუტანა.

ჰავერცმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადებიუტო გოლი გაიტანა. მსგავსი შედეგი მხოლოდ ილქაი გიუნდოგანს აქვს, რომელმაც 2013 წელს „ბაიერნს“ გაუტანა.

სეზარ ასპილიკუეტა გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგის ფინალში არაესპანური გუნდის შემადგენლობაში ითამაშა.

„ჩელსის“ ისტორიაში, ტიაგო სილვა გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ბრაზილიელმა კლოდ მაკელელეს შედეგი გააუმჯობესა.

ტომას ტუხელმა პეპ გუარდიოლას ბოლო ერთ თვეში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. FA Cup-ზე, პრემიერ ლიგაში და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გერმანელმა მწვრთნელებმა მოიგეს. 2019 წელს კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად. 2020 წელს ფლიკმა „ბაიერნთან“ ერთად, ხოლო წელს ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად. ასეთი რამ ბოლოს 39 წლის წინ დაფიქსირდა.

„ბედნიერი ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედი. ახლა განსხვავებული გრძნობა მაქვს.ფეხბურთელებს მკაცრად ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დღეს გაიმარჯვებდნენ. გვინდოდა, რომ მათ ბუცებში ქვები ვყოფილიყავით. ერთმანეთს მოვუწოდებდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვემოქმედა და კონტრ-შეტევებზე მაქსიმალურად სახიფათონი ვყოფილიყავით. ეს იყო მკაცრი და მწვავე ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ მუდამ ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ." -ტომას ტუხელი



„რთული მატჩი იყო. იმის ფონზე, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად იყო, კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვაჩვენეთ გამბედაობა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. მინდა მათ ეს განსაკუთრებული სეზონი და ის მატჩი მივულოცო, რომელშიც დღეს ითამაშეს.

გადაწყვეტილებები იმისთვის არის, რომ თამაშის მოგება სცადო. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ „ჩელსის“ მხოლოდ ერთი კონტრ-შეტევა ჰქონდა. „ჩელსი“ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში გოლს ვიმსახურებდით, თუმცა ვერ გავიტანეთ.

წაგების მიუხედავად მაინც დიდებული სეზონი გვქონდა. საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიე. სამწუხაროდ პირველ ნახევარში თავისუფალი სივრცეები გვრჩებოდა. ტუხელს დაცვითი სისტემის გუნდი ჰყავს და ასეთი გუნდის წინააღდეგ თამაში ადვილი არასდროს არის.

ახლა ჩემს ოჯახთან ერთად სახლში წასვლა მსურს. დიდი ხანია ისინი არ მინახავს. ამის შემდეგ კლუბში დავბრუნდები. „მანჩსტერ სიტი“ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო იქნება.


წყარო:crystalsport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა