თეგებით ძიება
30. 05. 2021 სპორტი

კევინ დე ბრუინმა ფინალში მძიმე ტრავმა მიიღო

„მან.სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, „ჩელსისთან“ ფინალურ მატჩში მიღებულ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

„გამარჯობა, ბიჭებო. საავადმყოფოდან ახლა დავბრუნდი, ცხვირის და სახის ერთი ძვალის მოტეხილობა დამიდგინდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. გუშინდელი შედეგით ჯერ კიდევ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით.“ - წერს დე ბრუინი „ინსტაგრამზე“.

ფინალურ მატჩში „სიტიმ“ „ჩელსისთან“ 0:1 წააგო. შეხვედრა პორტუგალიაში, სტადიონ „დრაგაოზე“ გაიმართა. თავად დე ბრუინმა რუდიგერთან შეტაკების შედეგად დაზიანება მიიღო და მეორე ტაიმში თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა