თეგებით ძიება
30. 05. 2021 სპორტი

სანაიამ ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

საფრანგეთის ლიგა 2-ის \'\'როდეზმა\'\' ქართველ მცველ ამირან სანაიასთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

2020-21 წლების მეორე ნახევარში, როცა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, სანაიამ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ კლუბთან ახალ ორწლიან კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, ხელშეკრულებას კი ხელი ახლახანს მოაწერა.

31 წლის ფეხბურთელი \'\'როდეზის\'\' ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. 2018-19 წლების სეზონში კლუბს რანგით მეორე ლიგაში აღზევებაში დაეხმარა და მას შემდეგ სანაია ლიგა 2-ში ასპარეზობს.

2020-21 წლების სეზონში ამირან სანაიამ ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა. მას შეუძლია როგორც მარცხენა მცველის, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში.

მიმდინარე წლის 17 მარტს \'\'შერატონში\'\' გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამირან სანაიას შესახებ ისაუბრა, თუმცა ნაკრებში არ მიუწვევია.



ვილი სანიოლი:\'\'ამირან სანაიას ვაკვირდები, მის შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დავაბალანსე. ცხადია, მომავალში სანაიაზე დაკვირვება გაგრძელდება და მისთვის ნაკრების კარი დახურული არაა\'\'.

გამოცდილ ფეხბურთელს თითქმის მთელი პროფესიული კარიერა საფრანგეთში აქვს გატარებული, იცავდა \'\'ლე მანის\'\', \'\'ბასტიას\'\', \'\'ლუზენაკის\'\', \'\'პარიზისა\'\' და \'\'ლე ერბიეს\'\' ღირსებას.

2011-12 წლებში \'\'ბასტიასთან\'\' ერთად საფრანგეთის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა.

სოხუმში დაბადებულმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007-09 წლებში 6 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

მძიმე ტრავმების გამო საკლუბო დონეზე შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, თუმცა \'\'როდეზში\'\' თავი დაიმკვიდრა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა