თეგებით ძიება

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - პოლიციელმა მას განზრახ ესროლა (ვიდეო)

რუსეთში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დმანისის მკვიდრი, ვაკილ აბდულაევი 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ რუსეთში აბდულაევი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ძალის გამოყენებით დაკავება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის გამო კი ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით თავში ესროლა.

აბდულაევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა