ოზურგეთში "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემთხვევა ოზურგეთში მოხდა. ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 130 ლარამდე თანხა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომპანია "სოკარის" ბენზინგასამართმა სადგურმა ფუნქციონირება დღეს დილით განაახლა.