თეგებით ძიება
28. 07. 2021 News-ები

ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ - ნიკა ანჯაფარიძე

კომპანია wehost.ge-ში აცხადებენ, რომ ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება და პირიქით დატვირთულობა მაღალია .

„ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ“, – განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.
wehost წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში ამავდროულად არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი.
„wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალურილი შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა