თეგებით ძიება
30. 07. 2021 სპორტი

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს (100+ კგ) ფინალში, გურამ თუშიშვილი ჩეხ ლუკას კრპალეკს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ეს საქართველოსთვის ოლიმპიადაზე მესამე ვერცხლის მედალია, ჩვენს ნაკრებს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან შეხვედრით დაიწყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ნახევარფინალში თუშიშვილი რუს თამირლან ბაშაევს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

დღეს დაფიქსირდა სენსაციაც ოლიმპიადაზე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროს მედლის მფლობელი, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონი ტედი რინერი თამერლან ბაშაევმა დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დრომდე 3 მედალი იყო - ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა