თეგებით ძიება
31. 07. 2021 სპორტი

მიკერძოება ყვითელაშვილისადმი - ქართველ მსაჯს საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს

ფიგურულ სრიალში ქართველ მსაჯს, ერთი წლით საქმიანობა შეუჩერეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ფიგურულ სრიალის საერთაშორისო კავშირი სალომე ჩიგოგიძეს მიკერძოებაში და ქულების არასწორად განაწილებაში ედავება.

2021 წელს სტოკჰოლმში გამართულ ჩემპიონატზე, სადაც ქართველი მსაჯობდა, ასპარეზობდა მორის ყვითელაშვილიც. მსაჯს ფედერაცია ქულების არასწორად დაწერაში სწორედ ყვითელაშვილთან მიმართებაში ედავება. მათ მიაჩნიათ, რომ ის ქულები რაც მსაჯმა მიაკუთვნა, მოციგურავე არ იმსახურებდა.

გადაწყვეტილების შესახებ გაერთიანებამ მსაჯს წერილით შეატყობინა.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა, საქმეში ადვოკატების ჩართვამდე კომენტარისგან თავს იკავებენ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა