თეგებით ძიება
03. 08. 2021 სპორტი

დოპინგის გამო, ქართველი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებიდან ქართველი მძლეოსანი მოხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოსვლის წინ მძლეოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.

36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა.

ტოკიოს ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.

ფაქტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებით გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - აღნიშნულია სეოკ-ის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა