თეგებით ძიება
05. 08. 2021 სპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 5 აგვისტოს, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაერთო. ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს.

მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი ისევ დამაჯერებელი იყო და ეს ტაბლოზე ასახა, საბოლოოდ მეტოქეს 5:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ქართველი მოჭიდავემ ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა, აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭიდავე შესვენებაზე 0:3-ს მარცხდებოდა, თუმცა გამოცდილებითა და
დიდი მონდომებით გენომ შეხვედრა შემოატრიალა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

გადამწყვეტი შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა