თეგებით ძიება
06. 08. 2021 სპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა – 8 მედალი საქართველოს ანგარიშზე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შემატა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე ირანელი მეტოქე დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე დაამარცხა ჩინელი და ეგვიპტელი სპორტსმენი.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა