თეგებით ძიება
07. 08. 2021 სპორტი

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ხვალ, 8 აგვისტოს ზაფხულის XXXII-ე ოლიმპიურ თამაშების ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართება, სადაც გაირკვევა საქართველოს ოლიმპიური გუნდის მიერ საერთო ჩათვლაში დაკავებული ადგილი. დღევანდელი მონაცემებით 205 ქვეყანას შორის საქართველო 29-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების რაოდენობის თვალსაზრისით საუკეთესო შედეგი აჩვენა ჩვენი ქვეყნის ოლიმპიადაზე დამოუკიდებლად ასპარეზობის შემდეგ. საქართველოს დროშით ჩვენი სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან მონაწილეობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა