თეგებით ძიება
09. 08. 2021 სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 პოზიციით ჩამოქვეითდა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP-ს განახლებულ კლასიფიკაციაში ახლა 43-ე ადგილზეა, მსოფლიო რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით ჩამოქვეითდა.

ბასილაშვილს ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა და ავსტრალიელმა ჯონ მილმანმა გაუსწრეს.

სამივე ჩოგბურთელი ახლა კანადაში იმყოფება, სადაც ტორონტოს პრესტიჟული ტურნირი დაიწყო (National Bank Open presented by Rogers), რომლის საპრიზო ფონდია 3 487 915 დოლარი.

ბასილაშვილი ხვალ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ჯეისონ ბრუკსბის ეთამაშება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა