თეგებით ძიება
09. 08. 2021 სპორტი

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და ვერცხლის პრიზიორს, გენო პეტრიაშვილს სახელობითი ვარსკვლავი გაეხსნებათ.

"დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ. (კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს)", - აღნიშნულია საქართველოს კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშბზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა